მოსაწვევები დღეებისთვის, რომლებსაც ერთად ვზეიმობთ

amoreinvitations · ონლაინ მოსაწვევები

განსაკუთრებულ დღეებს
ლამაზი დასაწყისი უხდება.

შეარჩიე დიზაინი. ჩვენ შენს სახელებს, სიტყვებსა და დღის დეტალებს მოვარგებთ.

მოსაწვევების ნახვა
ერთი ბმული შენი სტუმრებისთვისპირველი კოლექცია / 2026↓

AMORE / კოლექცია

აირჩიე შენი მოსაწვევი.

განსხვავებული სტილები შენი დღისათვის.
გახსენი და ნახე ყველა დეტალი.

4 დიზაინი

ეს ნიმუშებია — სახელებს, თარიღსა და ადგილს შენი ღონისძიების მიხედვით შევცვლით.

როგორ ვმუშაობთ

შეარჩიე. მოგვწერე.
გააზიარე.

შენ გვიყვები, რას გეგმავ.
ჩვენ მოსაწვევს ვამზადებთ.

  1. 01

    აირჩიე დიზაინი

    გახსენი მოსაწვევები და შეარჩიე ის, რომელიც შენს დღეს უხდება.

  2. 02

    მოგვიყევი დეტალები

    WhatsApp-ზე ან ელფოსტაზე გამოგვიგზავნე სახელები, თარიღი და ადგილი. ტექსტსა და სხვა სურვილებს ერთად შევათანხმებთ.

  3. 03

    გაუგზავნე სტუმრებს

    მზად მოსაწვევს ბმულით გააზიარებ — WhatsApp-ით, Messenger-ით ან სადაც გირჩევნია.

დღის ყველა დეტალი
N & G

სიხარულით გელოდებით

09
ოქტომბერი
2027

17:00 · თელავი

მოსაწვევის გახსნა ↗

რას ნახავს სტუმარი

მოწვევიდან
შეხვედრამდე.

როდის და სად შევიკრიბებით, რას ვგეგმავთ საღამოსთვის — სტუმარს ყველაფერი ერთ მოსაწვევში დახვდება.

  1. 01

    შენი გარეკანი

    სახელები, თარიღი და სიტყვები, რომლებითაც სტუმრებს იწვევ.

  2. 02

    დღის პროგრამა

    შეკრების დრო და საღამოს მთავარი მომენტები.

  3. 03

    ადგილი და თარიღი

    ადგილმდებარეობა რუკაზე და თარიღის კალენდარში შენახვა.

  4. 04

    მოსაწვევის ბმული

    გააზიარე პირად შეტყობინებაში ან სტუმრების ჯგუფში.

კითხვა–პასუხი

სანამ შეარჩევ.

ტექსტისა და ფერების შეცვლა შეიძლება?

სახელებს, ტექსტს, თარიღსა და ადგილს შენს ღონისძიებას მოვარგებთ. ფერებისა და სხვა ცვლილებების შესახებ მოგვწერე — ერთად შევარჩიოთ.

ტელეფონზეც იხსნება და კომპიუტერზეც?

დიახ. მოსაწვევის ნახვა ტელეფონითაც შეგიძლია და კომპიუტერითაც.

როგორ გავუგზავნო სტუმრებს?

როცა მოსაწვევი მზად იქნება, მის ბმულს WhatsApp-ით, Messenger-ით, ელფოსტით ან SMS-ით გააზიარებ.

სტუმარს აპი ან რეგისტრაცია სჭირდება?

არა — სტუმარი მიღებულ ბმულს გახსნის და მოსაწვევს პირდაპირ ნახავს.

როგორ შევუკვეთო?

შეარჩიე დიზაინი და მოგვწერე WhatsApp-ზე ან ელფოსტაზე. ტექსტს, დეტალებსა და შენს სურვილებს პირადად შევათანხმებთ.

ქორწილი · დაბადების დღე · კორპორატიული საღამო · ივენთი

შენი მოსაწვევი ერთად შევქმნათ.

მოგვწერე WhatsApp-ზე
მოგვწერე